ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პოლიციის ცნობით, აქციის დარბევის დროს 18 დაშავებულიდან 11 პოლიციელია

23 ივნისი, 2015 •
სომხეთის პოლიციის ცნობით, აქციის დარბევის დროს 18 დაშავებულიდან 11 პოლიციელია

პოლიციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშივე წერია, რომ აქციის დარბევა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით იყო განპირობებული, ვინაიდან, პოლიციის განმარტებით, “მასობრივი შეკრების თავისუფლების შესახებ” კანონით მოქალაქეებს ხმაურიანი აქციის უფლება 22:00-დან  8:00 საათამდე ეკრძალებათ. 

 

1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგია ძვირდება. ამ გადაწყვეტილებას არ ურიგდება ქვეყნის მოსახლეობა. რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 ივნისს, გამთენიისას სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

 

epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა 237 აქციის მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  



 

 

 

 

 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი