რუსთავში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.