მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესთან დაგეგმილი შეხვედრაპ როტესტის ნიშნად დატოვეს მედიის დასწრებაზე უარის გამო.
“გაბედეს” წევრებმა კილაძესთან შეხვედრა თავად ითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხვონა, რომ შეხვედრა საჯარო ყოფილიყო და მასზე მედიის წარმომადგენლებსაც შეძლებოდათ დასწრება.
კილაძის თქმით, მსგავსი წინაპირობა მიანიშნებს, რომ აქტივისტებს პოლიტიკური შოუს დადგმა სურდათ და არა საგნობრივი მსჯელობა, შესაბამისად, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა:
“მათ გვთხოვეს ჩვენ შეხვედრა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის კარი ღიაა ნებისმეირი შეხვედრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. თუმცა მათი მოთხოვნა იყო, რომ მედია ყოფილიყო ამ შეხვედრის ამსახველი და მედიის თანხლებით ყოფილიყო საუბარი. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები აყენებენ წინაპირობად, რომ მედიამ უნდა ასახოს შეხვედრის კადრები, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საგნობრივი მსჯელობა კი არ სურდათ, უნდოდათ პოლიტიკური ტიპის შოუების მოწყობა. ჩვენ მათ ამაში ვერ დავეხმარებით” ,- უთხრა სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს.
როგორც აქტივისტებში კილაძესთან შეხვედრამდე ამბობდნენ, მათ სურდათ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით დაესვათ კითხვები, მათ შორის, რა ნაბიჯები გადაიდგა 20 ივნისს მომხდარ გადაცდომებზე. ასევე, აქტივისტები ამბობდნენ, რომ კითხვები ჰქოდნათ “გაბედეს” აქტივისტებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომელზეც მათი თქმით, გამოძიება არ დაწყებულა.
მათი თქმით, აქციებს გააგრძელებენ და ყველგან მივლენ, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან და შეახსენებენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.