პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და გაგრძელდება, ვიდრე ყველა ოჯახი არ გაივლის ამ პროცედურებს.
აღწერის პროცესში ჩართულები არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო.
