ახალი ამბები

გრიპის და სხვა რესპირატორული ინფექციის შემთხვევების მაჩვენებელის დონე არ შეცვლილა – გამყრელიძე

20 იანვარი, 2020 • 1142
გრიპის და სხვა რესპირატორული ინფექციის შემთხვევების მაჩვენებელის დონე არ შეცვლილა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წინა კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირას 100 ათას მოსახლეზე გრიპის და სხვა რესპირატორული ინფექციების მაჩვენებლის დონე არ შეცვლილა. გამყრელიძის თქმით, გასულ კვირას 100 ათას მოსახლეზე 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით კი, გასულ კვირაში 216 შემთხვევა ფიქსირდება.

გამყრელიძის განმარტებით, წლევანდელი გრიპის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია. ამჟამინდელი მონაცემებით კი, საქართველოში ძირითადად გავრცელებულია “ბ” ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც მთლიანი მაჩვენებლის 66%-ში აღინიშნება. რაც შეეხება “ა” ტიპის ვირუსს, ფიქსირდება როგორც H3, ასევე, ვირუსის H1 ფორმები.

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაუფიქსირდა 2 ადამიანს.

ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამ დროის მონაცემებით, 127 ათას ადამიანს აღწევს, აქედან სახელმწიფო პროგრამით 97 ათასი ადამიანი აიცრა. გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის მიმართულებით გაზრდილია კერძო სექტორის როლიც, სადაც 30 ათასი ადამიანი ნებაყოფლობით აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი