ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, პატრიაქს, ილია მეორეს სურს, რომ სინოდის სხდომა უფრო ხშირად ჩატარეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა მეუფე გრიგოლს ჰკითხეს დააყენებს თუ არა ის სინოდის სხდომაზე გიორგი მამალაძის საკითხს. მგიორგი მამალაძის საკითხზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა, საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეიწყალა.
მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ ის სინოდის სხდომის დღის წესრიგს არ ადგენს, თუმცა, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ეცდება, რომ შესაძლებლობის ფარგლებში „ყველა ის საკითხი დავაყენოთ, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია“. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხია.
„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო [სინოდი], მაგრამ რატომ არ შეიკრიბა – ეს კითხვა.. მე ამაზე ვერ გიპასუხებთ. ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა, თუმცა ვერ გიპასუხებთ..პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად უნდა შევიკრიბოთ, რა უშლის ხელს, ამას ვერ გეტყვით,“ – თქვა მეუფე გრიგოლმა.