bbc -ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონა დაატოვებინონ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ევროზონის დატოვება მოუწევს, თუკი საბერძნეთის ხელისუფლება თავის კრედიტორებთა მოლაპარაკებათა პროცესში მიზანს ვერ მიაღწევს.
ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთისგან ფინანსური რეფორმებს მოითხოვენ. ეს რეფორმები პენსიებზე ნაკლები ფულის ხარჯვასა და საგადასახადო საკითხებს შეეხება, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. ამჟამად საბერძნეთის მთავრობა კრედიტორების დასაკმაყოფილებლად საკუთარი ძალებით გეგმას ამუშავებს.
საბერძნეთს ევროპის ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 300 მილიარდი ევრო მართებს.