ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეკონომიკურ ფორუმზე პეტერბურგში აფხაზეთის დელეგაცია კონკრეტული მიზნით ჩავიდა

20 ივნისი, 2015 •
ეკონომიკურ ფორუმზე პეტერბურგში აფხაზეთის დელეგაცია კონკრეტული მიზნით ჩავიდა

აფხაზეთის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი, არტურ მიქვაბია ხელმძღვანელობს. პეტერბურგში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაემგზავრნენ ეკონომიკის მინისტრი, ადგურ არძინბა და ფინანსთა მინისტრი, ამრა კვარაძია.

 

“ეს არის შესანიშნავი მოედანი, რომელზეც შესაძლებელია კონტაქტების დამყარება ბიზნესის წარმომადგენლებლთან და პოლიტოკოსებთან. დელეგაციის წინაშე დგას ამოცანა – განვაცხადოთ აფხაზეთის შესახებ”, – ამბობს ამირან ლაგვილავა, პრეზიდეტ რაულ ხაჯიმბას მრჩეველი Sputnik- თან საუბარში. 
 
 
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი პეტერბურგში 18-20 ივნისს იმართება. ოფიციალური ცნობითვე, მასში რუსეთის გარდა, 65 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

ეკონომიკური ფორუმი პეტერბურგში; ფოტო: sputnik
ეკონომიკური ფორუმი პეტერბურგში; ფოტო: sputnik

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი