ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში სახელმწიფო სტუქტურების 700-ზე მეტ თანამშრომელს დაითხოვენ

20 ივნისი, 2015 •
აფხაზეთში სახელმწიფო სტუქტურების 700-ზე მეტ თანამშრომელს დაითხოვენ

ხაჯიმბას ადმინისტრაციის საექსპერტო სამმართველოს ხელმძღვანელი, ირაკლი ხინთბა გამოცემა Sputnik-თან საუბარში ამბობს, რომ შტატების ოპმტიმიზაცია სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირების დაწყებას ნიშნავს.  

 

“თუ პერიოდულად არ ხდება შემცირებები, დაუსაბუთებლად იზრდება ჩინოვნიკების რაოდენობა, მათი მუშაობის ეფექტურობის შემცირება, სახელმწიფო მართვის სისტემის ენერგიის ხარჯვა, რაც მთლიანობაში ქვეყნის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე უარყოფითად ისახება”, – ამბობს ირაკლი ხინთბა.

 

როგორც ის ამბობს, ხშირია, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში ერთი თანამშრომლის გასაკეთებელ საქმეს ხუთი აკეთებს. ამასთან, ამ სამუშაოს ეფექტი ხარისხობრივად უარესდება. 

 

ხინთბას განცხადებითვე, შემცირებების პროცესი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი