ახალი ამბები

ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე ადრე – რუჰანი

16 იანვარი, 2020 • 1221
ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე ადრე – რუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე 2015 წლამდე, როცა „ირანის ბირთვულ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

„უფრო მეტ ურანს ვამდიდრებთ, ვიდრე შეთანხმებამდე… ირანზე ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ წინსვლას ვაგრძელებთ“, – მოჰყავს რუჰანის სიტყვები „გარდიანს“.

ირანმა შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა ნელ-ნელა, 2018 წლიდან დაიწყო, როცა შეთანხმება აშშ-მა დატოვა. გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ შეთანხმება ოფიციალურად დატოვა ირანმაც.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი