“ევროპულის საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულვას განმარტებით, NDI-ის კვლევის მაჩვენებლი, სადაც კახა კალაძეს ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მისი თანამდებობიდან გამომდინარე ბუნებრივია. უგულავას თქმით, ამ განცხადებისას საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა:
“ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, კალაძე ისეთ თანამდებობაზეა, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგალითად, მოედანი და სხვა… ამიტომ მას აქვს სხვა მინისტრებთან უკეთესი ფორა, ეს მე წარსული გამოცდილებიდანაც მინდა გითხრათ იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც მე ვიყავი მერი, არაობიექტურ კვლევებში 60%-ს აღწევდა ხოლმე კეთილგანწყობის მაჩვენებელი, მაგრამ ეს მაინც მეტწილად უფრო თანამდებობის არის, ვიდრე მისი პირადი” ,- განმარტავს უგულავა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა ასევე ისაუბრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის იმ მაჩვენებლზე, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 56%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. უგულავას განმარტებით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელიც ბუნებრივია:
“არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ზოგადად, გადაუწყვეტელობის მაჩვენებელი აბსოლუტურად ბუნებრივია. მე გეტყვით, რომ ჯერ საზოგადოება ვერც ჩამოყალიბდა და ვერც გაერკვა, რა სისტემით იქნება არჩევნები, პოლიტიკურმა სპექტრმაც არ ვიცით, რა სისტემით იქნება არჩევნები. ამიტომ ის, რომ გაურკვევლობებია ამ თვალსაზრისით და ჯერ ჩამოუყალიბებლობაა, ერთი წლით ადრე ეს ძალიან ლოგიკური და ჩვეულებრივია. ამიტომ ამაში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ”, – განმარტა უგულავამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.
ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს აქვს – NDI