ახალი ამბები

38%-სთვის პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია – NDI

16 იანვარი, 2020 • 632
38%-სთვის პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა.

ამ შემთხვევაში საუბარია გადაწყვეტილების მიღების პროცესეზე, თუ როგორ მიიღებს ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებში.

ასევე 36%-სთვის მნიშვნელოვანია ნდობა პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ. გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი