ახალი ამბები

ბილი აილიში „ჯეიმს ბონდის“ მთავარ სიმღერას შეასრულებს

14 იანვარი, 2020 • 1690
ბილი აილიში „ჯეიმს ბონდის“ მთავარ სიმღერას შეასრულებს

ბილი აილიში „ჯეიმს ბონდის“ ახალი ფილმისთვის მთავარ სიმღერას შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ბილი აილიში 18 წლის ამერიკელი მომღერალია. იგი 2000-იან წლებში დაბადებული პირველი არტისტია, რომლის ალბომიც ჩარტებში ნომერ პირველი იყო და ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც „გრემის“ ოთხი ნომინაცია მიიღო.

CNN-ის ცნობით, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, აილიშმა სიმღერა უფროს ძმებ ფინეაბთან დაწერა.
„იყო ამ ყველაფრის ნაწილი, უბრალოდ სიგიჟეა“, – წერს იგი. „ჯეიმს ბონდი ყველა დროის უმაგრესი ფრენჩაიზია. ახლაც კი შოკში ვარ“, – აღნიშნავს აილიში.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი