ახალი ამბები

რუსმა ჰაკერებმა ბაიდენთან დაკავშირებულ უკრაინულ კომპანიას შეუტიეს – The Guardian

14 იანვარი, 2020 • 1036
რუსმა ჰაკერებმა ბაიდენთან დაკავშირებულ უკრაინულ კომპანიას შეუტიეს – The Guardian

რუსმა სამხედრო ჰაკერებმა სცადეს ინფორმაციის მოპარვა უკრაინული ენერგეტიკული კომპანიიდან, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ინფორმაციას ავრცელებს The Guardian ამერიკულ კიბერუსაფრთხოების კომპანიაზე დაყრდნობით.

ენერგეტიკული კომპანია „ბურისმა“ ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც წინა წელს ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა, რამაც, საბოლოო ჯამში, ბიძგი მისცა მისი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას.

უსაფრთხოების კომპანიის განცხადებით, მათ დაასკვნეს, რომ ჰაკერები, რომლებმაც “ბურისმაზე” კიბერშეტევა განახორციელეს, დაკავშირებული არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან. აგრეთვე, ჰაკერთა იმავე ჯგუფებმა მიიტანეს შეტევა 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერზე.

შეტევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას პოტენციურად შეიძლება გავლენა ჰქონდეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ არც აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებში და არც „ბურისმაში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი