ახალი ამბები

თბილისში, ქავთარაძის სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია

13 იანვარი, 2020 • 1536
თბილისში, ქავთარაძის სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია

თბილისში, ქავთარაძის ქუჩის 3 ნომერში, სადაც სამშენებლო მასალების ბაზრობაა,  ხანძარია.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის სამშენებლო მასალები. ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო ჯგუფი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

ეს მეორე ბაზრობაა თბილისში, სადაც 13 იანვარს ხანძარი გაჩნდა. მანამდე ხანძარი ისანი-სამგორის რაიონში მეორადი ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია.

ისანი-სამგორის რაიონში მეორადი ტექნიკის ბაზრობა იწვის

გარეკანის ფოტო: ხანძარის ქავთარაძის სამსენებლო მასალების ბაზრობაზე. 13 იანვარი, 2020. თბილისი. ფოტო “ნეტგაზეთს” თვითმხილველმა მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი