ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” აქტივისტები ზურაბიშვილს გურიაში მჭადითა და ლობიოთი დახვდნენ

13 იანვარი, 2020 • 932
“ნაცმოძრაობის” აქტივისტები ზურაბიშვილს გურიაში მჭადითა და ლობიოთი დახვდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქციის მონაწილეები ლობიოთი, პრასით და მჭადით დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი გურიას კალანდობის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრობს, თუმცა მის ვიზიტს აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები.

“მაშინ როდესაც “გავრილოვის ღამეს” აპროტესტებდნენ ახალგაზრდები, იმის გამო, რომ ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, სალომე ზურაბიშვილი ძღებოდა ლობიოთი და მჭადით და ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ თავის საყვარელი ლობიო და მჭადი მოვუტანოთ. პრასი, ისიც რუსულ “ფოდნოსზე” დადებული”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც პრეზიდენტის ვიზიტი იმართება, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ადგილზე ასევე ჩავიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი