ნეტგაზეთი | ირანში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა ირანში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა – Netgazeti
RU | GE  

ირანში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა

ირანის უსაფრთხოების ძალებმა სამხედროების მიერ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო საპროტესტო აქციაზე გასული მოქალაქეების დასაშლელად საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.

 

ვიდეოში, რომელიც AP-მ გამოაქვეყნა, ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობენ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისგან თავის დაღწევას და როგორ ყვირის ქალი, რომ საბრძოლო ტყვიებით მუხლში დაჭრეს.

თეირანის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ჰოსეინ რაჰიმიმ უარყო, რომ მისმა თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს, თუმც, აქციების დროს თეირანის ქუჩებში არა მარტო პოლიცია, არამედ “რევოლუციის დამცველთა რაზმების” წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები.

ირანში პროტესტები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა თეირანმა აღიარა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოაგდო. 176-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com