ახალი ამბები

ირანის ერთადერთმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა პროტესტის ნიშნად დატოვა

13 იანვარი, 2020 • 773
ირანის ერთადერთმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა პროტესტის ნიშნად დატოვა

ირანის ერთადერთმა ქალმა ოლიმპიურმა მედალოსანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ დატოვა სამშობლო, რადგანაც მობეზრდა, რომ ხელისუფლება მას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ავრცელებს.

კიმია ალიზადეჰმა 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ტაიკვანდოში, 57 კგ. წონით კატეგორიაში მოიგო.

„არავის დავუპატიჟებივარ ევროპაში და არც რამე მიმზიდველი წინადადება მოსულა. თუცმა სამშბლოსგან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს იმიტომ დავთანხმდი, რომ არ მინდა ვიყო პირფერობის, ტყუილების და უსამართლობის ნაწილი“,  – წერს იგი.

მაჰინ ფარადიზადეჰმა, ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „არ წამიკითხავს კიმიას პოსტი, მაგრამ როგორც ვიცი, ყოველთვის სურდა გაეგრძელებინა ფიზიოთერაპიის სწავლა“.

კიმია ალიდაზეჰის გარდა, ბოლო პერიოდში ირანის დროშის ქვეშ გამოსვლაზე უარი თქვეს FIDE-ს რეიტინგით ირანის ნომერ პირველმა მოჭადრაკე ალირეზა ფიროუზჯამ და ძიუდოისტმა სადი მოლაიმ – ორივე შემთხვევაში მიზეზი ისრაელის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არაფორმალური აკრძალვა იყო.

ბოლო დროს ირანი საერთაშორისო მედიის ყურადღებას ხშირდა იპყრობს. თავდაპირველად, ამის მიზეზი იყო აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა, ხოლო შემდეგ, 8 იანვარს, ირანის მიერ სამოქალაქო ავიალაინერის ჩამოგდება, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი