ახალი ამბები

გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ანგელა მერკელი

11 იანვარი, 2020 • 1711
გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს, 11 იანავრს, მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოუწოდა ყველა მხარეს დაიცვან ირანის ბირთვული ხელშეკრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შეთანხმების შესანარჩუნებლად. გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი”, – განაცხადა ანგელა მერკელმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ – “ამ შეთანხმების შესანარჩუნებლად ჩვენ გავაგრძელებთ ყვენაირი დიპლომატიური საშუალებების გამოყენებას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი, თუმცა ეს არის შეთანხმება და მოიცავს ვალდებულებებს ყველა მხარისთვის”.

2015 წელს დადებული გარიგების საფუძველზე, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქმედებების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა“ [JCPOA], ირანი შეუთანხმდა ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს, რომ შეზღუდავდა საკუთარ ბირთვულ პროგრამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი