ახალი ამბები

ზელენსკი ირანისგან ცხედრების გადაცემას, კომპენსაციასა და ოფიციალურ ბოდიშს ელის

11 იანვარი, 2020 • 3434
ზელენსკი ირანისგან ცხედრების გადაცემას, კომპენსაციასა და ოფიციალურ ბოდიშს ელის

უკრანიის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებს, არამედ ცხედრების გადაცემას, კომპენსაციის გადახდასა და ოფიციალურ ბოდიშს ელის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

“დილა არ იყო კარგი, თუმცა სიმართლე მოიტანა. უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანმა თავი დამნაშავედ საერთაშორისო გამოძიების დასრულებამდე ცნო, თუმცა ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ დანაშაულის სრულ აღაირებას. ირანისგან ველით, რომ მზად იქნება სრული და ღია გამოძიებისთვის, პასუხისმგებლობის სამართლაინად აღებისთვის, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემისთვის, კომპენსაციის გადახდისთვის და დიპლომატიური გზით ოფიციალური ბოდიშისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ხელოვნური შეფერხებების და დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდება და ჩვენი 45 პროფესიონალ წარმომადგენელს ექნება სრული წვდომა სამართლიანობის დასადგენად”, – წერს ზელენსკი ფეისბუკზე.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ მისმა სახედროებმა “უნებლიედ” ჩამოაგდეს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი. თავდაპირველად, ამერიკული მედია და ასევე, კანადისა და აშშ-ს ხელისუფლება აცხადებდნენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რასაც კატეგორიულად უარყოფდა ირანი. თუმცა ტრაგედიის პირველივე წუთიდან არაერთი საეჭვო გარემოება მიუთითებდა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ირანი ამ დრომდე უარყოფდა უკრაინის უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის BOEING 737-800, სარეგისტრაციო ნომრით PS752, ჩამოგდებას. თვითმფრინავი 8 იანვარს, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი