ახალი ამბები

ანგელა მერკელი დღეს ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდება

11 იანვარი, 2020 • 908
ანგელა მერკელი დღეს ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დღეს, 11 იანვარს, მოსკოვში გაიმართება. გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის ინფორმაციით შესაძლოა ლიდერბმა მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური თემები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილონ.

“მოლაპარაკებების მაგიდაზე ვრცელი თემები განიხილება, მათ შორის შესაძლოა მოლაპარაკებები შედგეს ირანისა და აშშ-ს შორის დაძაბულობის შესახებ”, – განაცხადა გერმანიის ოფიციალურმა წარმოამდგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა.

ქვეყნების ლიდერები ასევე განიხილავენ სირიაში, ლიბიასა და დონბასში განვითარებულ პრობლემატურ საკითხებს.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ირანელი გენერალი ყასემ სოლეომანი დაიღუპა. საპასუხოდ ირანმა 8 იანვარს ერაყში ამერიკული ბაზები დაბომბა. ირანული მხარის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაბომბვის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა შეერთებული შტატები ირანის განცხადებას უარყოფს, და ამბობს, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი