ახალი ამბები

GNCC-მ “ერთსულოვნების” წინააღმდეგ “გაზეთი ბათუმელების” საჩივრის განხილვა შეწყვიტა

18 ივნისი, 2015 •
GNCC-მ “ერთსულოვნების” წინააღმდეგ “გაზეთი ბათუმელების” საჩივრის განხილვა შეწყვიტა

 

კომუნიკაციების კომისიაში საკითხის განხილვის არსებითი სხდომა 2015 წლის 16 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა 2015 წლის 13 ივნისს შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ ინიციატივით შედგა შპს „გაზეთი ბათუმელების“ 2014 წლის 29 დეკემბრის საჩივრის განხილვა, სადაც განხილვისას დაზუსტდა „გაზეთ ბათუმელების“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა, რის შემდეგაც  დაკმაყოფილდა ყველა პუნქტი.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, „ერთსულოვნების“ თვითრეგულირების ორგანოში საკითხის დაგვიანებული განხილვისა,  2015 წლის 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი გახდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი რეგულაციების შესრულება, რატომაც კომისიამ საჩივრის განხილვა შეწყვიტა. 

 

“გაზეთმა ბათუმელებმა” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა მოთხოვნით: „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საპატრიარქოს ტელევიზიამ გადაცემაში – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“ – გავრცელებული ინფორმაცია შეასწოროს და შესწორებული მასალა ეთერში გავიდეს იმავე დროს, რა დროსაც გავიდა აღნიშნული გადაცემა.

 

„ბათუმელებმა“ ამ საჩივრით თავდაპირველად “ერთსულოვნების” თვითრეგულირების ორგანოს მიმართა, სადაც საჩივარი არ განიხილეს. „ბათუმელების“ ინტერესებს საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს.

 

“ბათუმლებმა” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რადგან ერთსულოვნებამ არ განიხილა მისი საჩივარი და მიიჩნია, რომ ტელევიზიამ დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი.

ტელეკომპანია ერთსულოვნება
ტელეკომპანია ერთსულოვნება

მასალების გადაბეჭდვის წესი