ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აფხაზეთში ჩავიდა

10 იანვარი, 2020 • 1143
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტს“ შეხვდება და ე.წ „უშიშროების საბჭოს“ „მდივანთან“, მუჰამედ კილბასთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები – „სპუტნიკი“ და „რია ნოვოსტი“ აქვეყნებენ.

როგორც „რია ნოვოსტის“ კილბამ განუცხადა, ნურგალიევი შეხვედრას ხაჯიმბასთან გამართავს.

––

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს 19-ით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას. ხაჯიმბას გადადგომა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომლებმაც სოხუმში პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს.

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 8 სექტემბრის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამ საქმეს ამჟამად განიხილავს.


ფოტო: „რია ნოვოსტი“

მასალების გადაბეჭდვის წესი