ახალი ამბები

„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს“ – ზურაბიშვილი

9 იანვარი, 2020 • 1832
„ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური ძალები დღეს, 9 იანვარს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

„დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედს და ადამიანების უფლებების დაცვას“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ოპოზიცია დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას მოითხოვს. პარალელურად, დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას სარჩელი იხილება. ოპიზიციას არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადება სურს. მათ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. 

არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს გაიმართა და კვლავ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან არჩევნებამდე შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალოდ ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. ბჟანია სოხუმში მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი