ახალი ამბები

უკრაინის საგარეო ავიაკატასტროფის მიზეზებიდან ტერაქტსა და რაკეტით ჩამოგდებას გამორიცხავს

8 იანვარი, 2020 • 1295
უკრაინის საგარეო ავიაკატასტროფის მიზეზებიდან ტერაქტსა და რაკეტით ჩამოგდებას გამორიცხავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის დედაქალაქ თეირანში მომხდარი ავაიაკტასტროფის მიზეზებიდან გამორიცხა ტერაქტის ან რაკეთით ჩამოგდების ვერსია. როგორც საგარეო უწყების განცხადებით, გამოძიების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ავიაკატასტროფა ძრავის პრობლემამ გამოიწვია.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ბოინგ 737-800 დღეს დილით თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, რეისზე 168 ბილეთი იყო გაყიდული, ასევე, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი – ყველა უკრაინელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

როგორც IRNA წერს, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც პილოტმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. დაწყებულია გამოძიება. ირანის სამაშველო სამსახურებმა ტერიტორიიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე გაიტანეს.

დღეს, 8 იანვარს, თეირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი BOEING 737-800, სარეგისტრაციო ნომრით PS752,  რომელიც თეირანი-კიევის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო BOEING 737 MAX მოდელის თვითმფრინავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ორჯერ ჩამოვარდა და რომლის წარმოებაც ავიამწარმოებელმა შეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი