ახალი ამბები

ირანში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა

8 იანვარი, 2020 • 1954
ირანში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა

საერთაშორისო  მედიის  ცნობით, დღეს, 8 იანვარს, თეირანში, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი BOEING 737-800, რეისის ნომრით PS752. რეისი იმამ ხომეინის აეროპორტიდან თეირანი-კიევის მიმართულებით სრულდებოდა.

პირველადი ცნობით, ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მომხდარი ფაქტი. ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო BOEING 737 MAX მოდელის თვითმფრინავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ორჯერ ჩამოვარდა და რომლის წარმოებაც ავიამწარმოებელმა შეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ არის.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის კატასტროფის მიზეზები, თუმცა ავიაკატასტროფას რამდენიმე საათით წინ უძღოდა ირანის მიერ მეზობელ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა.

ფოტოზე: ირანში ჩამოვარდნილი უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით UR-PSR.

მასალების გადაბეჭდვის წესი