ახალი ამბები

ფინეთის პრემიერი თანამდებობის დაკავებამდე ოთხდღიანი სამუშაო კვირას უჭერდა მხარს

6 იანვარი, 2020 • 1632
ფინეთის პრემიერი თანამდებობის დაკავებამდე ოთხდღიანი სამუშაო კვირას უჭერდა მხარს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი – მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის თავმჯდომარე ქალია, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე ოთხდღიან სამუშაო კვირას უჭერდა მხარს. მისი აზრით, ეს თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერებას აამაღლებს. როგორც „The Guardian“ წერს, ოთხდღიანი სამუშაო კვირის გარდა, მარინს სამუშაო დღის ხანგრძლივობის ექვს საათამდე შემცირება სურდა.

მარინი ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში ამბობდა, რომ ამ ინიციატივის შედეგად ადამიანები უფრო მეტ დროს გაატარებდნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად, აგრეთვე გაიზრდება პროდუქტიულობა და შემცირდება ფინეთის წვლილი კლიმატის ცვლილებაში.

შესწორება: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო “ფინეთის პრემიერს ოთხდღიანი სამუშაო კვირის ინიციატივით გამოდის”. ნეტგაზეთმა აღნიშნული მასალა 6 იანვარს ბრიტანულ მედიასაშუალება The Guardian-ზე დაყრდნობით მოამზადა. თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სანა მარინმა ოთხდღიან სამუშაო კვირაზე პრემიერობამდე რამდენიმე თვით ადრე, ერთ-ერთი საპანელო დისკუსიის დროს ისაუბრა. 7 იანვარს ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა არ იგეგმება.

ფინეთის ახალ პრემიერზე სტატიას კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/244586/

მასალების გადაბეჭდვის წესი