ახალი ამბებისაზოგადოება

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ექვემდებარება – ამირან გამყრელიძე

6 იანვარი, 2020 • 4740
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ექვემდებარება – ამირან გამყრელიძე

გრიპთან დაკავშირებით „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება, ჩვენ შორს ვართ ჯერჯერობით ეპიდემიურ ზღვართან“,  – აღნიშნა დღეს, 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „2019 წლის დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა მზარდი ციფრებით, მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების, გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციებისა ქვეყანაში… იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი არის 191 ყოველ 100 ათას მოსახლეზე. დეკემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი იყო -312“.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სიმშვიდისკენ მიდის, მაგრამ მეორე ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს მძიმე, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს – ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით არის დაახლოებით 3%-ით მომატებული. იყო 19% და არის 22%, თუმცა ეს 2-ჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი