ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და მათთვის მიმართვისთვის სამ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

6 იანვარი, 2020 • 842
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და მათთვის მიმართვისთვის სამ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრის მიმართვისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვისთვის ბრალდებულებს 8, 7 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიზნეს-დავის მოსაგვარებლად და სარგებლის მისაღებად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა. გარდა ამისა, უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მჭიდს და ვაზნებს.

ბრალდებულები სამართალდამცველებმა 2019 წლის 23 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი