ახალი ამბები

რუსი ჟურნალისტი საქართველოს თავშესაფრისთვის მიმართავს

5 იანვარი, 2020 • 1434
რუსი ჟურნალისტი საქართველოს თავშესაფრისთვის მიმართავს

ეკატერინბურგელმა ჟურნალისტმა იური იზოტოვმა საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა კრიმ რეალიი ავრცელებს.

“ჩემს მიმართ ჩატარდა დამატებითი გამოძიება, შეამოწმეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩემი პოსტები, სადაც საუბარი იყო მოსკოვში, ზაფხულში ძალის გამოყენებით დარბეულ მიტინგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებით არ დასრულებულა, მშვენივრად მესმის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გააყალბონ ჩემს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და გამოაცხადონ დევნა”, – ამბობს იზოტოვი.

ჟურნალისტის თქმით, ის თავშესაფარის თხოვნით საქართველოს მიმართავს, რადგან თავს იცავ რუსეთის მხრიდან რუსეთში შესაძლო ექსტრადაციისგან.

იზოტოვის განცხადებით ის საქართველოში ხსნის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაიცავს რუსი პოლიტპატიმრების უფლებებს. მისი თქმით ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი საქმეებით არიან დაკავებული, რუსეთის მთავრობის მხრიდან შესაძლოა რეპრესიის მსხვერპლები გახდნენ.

“ვფიქრობ, რომ აქ [საქართველოში] ყოვფინთ მეტის გაკეთებას შევძლებ”, – ამბობს იზოტოვი.

სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა იური იზოტოვმა რუსეთი 2016 წლის დეკემბერში დატოვა. კრიმ რეალიის ინფორმაციით რუსეთში იზოტოვს სისხლისამართლებრივი დევნა ემუქრება, რადგან ის მონაწილეობდა კიევში მიმდინარე აქციების გაპროტესტებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი