ახალი ამბები

თბილისში ქალი, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლით გარდაიცვალა

4 იანვარი, 2020 • 885
თბილისში ქალი, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლით გარდაიცვალა

თბილისში, ვაკერთილში მდებარე საცხობის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მოწამვლით გარდაიცვალა.

„მთავართან“ საუბრისას, ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აგრეთვე ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს გულის პრობლემებიც ჰქონდა.

„მთავართან“  გაზმომმარაგებელი კომპანია „ვარკეთილი აირის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ საცხობში დანადგარი წესების სრული დაცვით იყო დამონტაჟებული. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც „ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე თქმით, გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი