ახალი ამბები

Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას შეწყვეტს

4 იანვარი, 2020 • 2176
Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას შეწყვეტს

Microsoft-ი 2020 წლის 14 იანვრიდან ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერას წყვეტს – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Microsoft-ის თქმით, კომპიუტერები, რომლებიც Windows 7-ს იყენებენ, მუშაობას არ შეწყვეტენ, თუმცა მისი მომხმარებლები ვეღარ მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს და უსაფრთხოების სისტემის განახლებებსა და შესწორებებს.

კომპანიის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ უსაფრთხოდ ყოფნისთვის რეკომენდირებულია Windows 10-ზე გადასვლა.

Windows 7 Microsoft-მა 2009 წელს გამოუშვა. 2019 წლის ნოემბრისთვის, ამ ოპერაციულ სისტემას კომპიუტერების 27,98%-ზე იყენებდნენ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში Windows 7-ს ბაზრის 60%-ზე მეტი ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი