ახალი ამბებისამართალი

ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

3 იანვარი, 2020 • 8067
ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა მოსამართლემ გვრამია დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ ამის მიზეზად გვრამიას მხრიდან სასამართლოს უპატივცემულობა დაასახელა.

პროკურატურა მას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობის ყოფნისას არხის ქონების გაფლანგვას ედავება.

გვარამიას თქმით, მოსამართლე სპეციალურად ნიშნავს სხდომებს დიდი სიხშირით, რათა მუშაობაში ხელი შეეშალოს.

„ყველა სხდომა ორშაბათს ჩანიშნა. დაახლოებით ათი სხდომის ჩანიშვნას აპირებს იანვარში. ეს კაცი ამ პროცესის ორ-სამ თვეში მორჩენას აპირებს, გასაგებია, რითი. მე საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო მოსამართლე. ეს არის მოსამართლე, რომელიც იხილავს თიბისის საქმეს. და ჩემი სახელით და მამუკა ხაზარაძის და დანარჩენი ადამიანების, ვის ციხეში ჩასმასაც აპირებს, რომ ციხეში მოხვდება ის, გიორგი არევაძე და ხელიხელჩაკიდებული ჩაჯდება კამერაში იმ პროკურორთან ერთად, რომელიც აქ ზის და ასევე თიბისის საქმეზე უზის საპროკურორო სკამზე“.

გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო პროცესს აზრი არ აქვს, რადგან მოსამართლე მიუკერძოებელი არაა:

„ დღეს ისე წარიმართა სასამართლო სხდომა, არ ვიცი, საერთოდ რამეს თუ აქვს აზრი. რა მტკიცებულებებიც არ უნდა არსებობდეს, როგორი საპატიო და კვალიფიციური ადამიანების მოსაზრებები არ უნდა იქნეს წარმოდგენილი სასამართლოში, ამას პრინციპში არანირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენს ყოფნას სასამართლოს დარბაზში, ჩვენს მოსვლას სასამართლოს შენობაში, ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ პრინციპში, ისედაც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, რომ დღეს არ დაგვხდებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლე სასამართლოს სხდომის დარბაზში, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად არ ველოდი, რომ პირველივე დღეს მოახდენდა მოსამართლე ამის აფიშირებას“.

პროკურატურა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება.

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი