ახალი ამბები

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს [video]

3 იანვარი, 2020 • 1234
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს [video]

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ის პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ჩხარტიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. [ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა].

მოძრაობა „შეცვალე“ პარლამენტთან აქციას მართავს. როგორც ისინი აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ 31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და სოლიდარობას უცხადებენ როგორც მას, აგრეთვე, გარემოვაჭრეებს, რომლებიც თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედნის მაგივრად სავაჭროდ გადაიყვანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის და სხვა კარვები თბილისის მერიამ 30-31 დეკემბრის ღამეს აიღო და მათ ადგილას ატრაქციონები დადგა.

პროტესტის დროს ადგილი ჰქონდა ინციდენტს – ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა, ატრაქციონზე მაკო გომურის ფოტო დაედო, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, თუმცა უსაფრთხოების თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს და ფოტო წაართვეს. 

გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც საახალწლო ნაძვის ხეა გაშლილი, გარემოვაჭრეები პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმე გარემოვაჭრის განცხადებით, ვერ ივაჭრებენ იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. 

აგრეთვე, შესაძლოა, დღეს გაიმართოს გარემოვაჭრეების აქცია თბილისის მერიასთან. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირველი საათისთვის გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი