ახალი ამბები

გვითხრეს, რომ ნაძვის ხესთან ვაჭრობა არ შეიძლებოდა – რას ყვებიან მოვაჭრეები პარლამენტის წინ

3 იანვარი, 2020 • 960
გვითხრეს, რომ ნაძვის ხესთან ვაჭრობა არ შეიძლებოდა – რას ყვებიან მოვაჭრეები პარლამენტის წინ

“გვითხრეს, რომ ნაძვის ხესთან ვაჭრობა არ შეიძლებოდა, არადა, აქ არ არის საერთოდ მუშაობა… აქ სულ მომიტინგეები არიან და ვინ უნდა იყიდოს რამე”, – უთხრა  ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ “ნეტგაზეთს” 3 იანვარს. 

პარლამენტის წინ მერიამ ბავშთა სოფელი მას შემდეგ მოაწყო, რაც 31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დაშალეს და საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს. 

გარემოვაჭრეების თქმით, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა,  ისინი მერიის თანამშრომლებმა ორი დღის წინ, პირველ იანვარს გადმოიყვანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე:

მისი განმარტებით, თავდაპირველად მოვაჭრეებს  ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის მოედანთან ვაჭრობა ძველით ახალ წლამდე, 14 იანვრამდე იყო დაშვებული, თუმცა ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, პირველ იანვარს მერიის თანამშრობლებმა განუცხადეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეეძლოთ ვაჭრობა, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარედ გადაიყვანეს. 

გუშინ, 2 იანვარს რამდენიმე გარემოვაჭრემ რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტთან გადანაცვლება გააპროტესტა, მათი განმარტებით, ისინი ვერ ივაჭრებენ იქ,  სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი