ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი წელი სოხუმში [ფოტო]

1 იანვარი, 2020 • 3907
ახალი წელი სოხუმში [ფოტო]

ფოტო: მარიანა კოტოვა, სოხუმი


სოხუმის მთავარ მოედანზე ახალი, 2020 წლის აღსანიშნავად უცვლელი დატოვეს წინა წელს გამოყენებული ატრიბუტები – ნაძვის ხე, დეკორაციები, საახალწლო სავაჭრო დახლები . ერთადერთი სიახლე ყინულის მოედანია, რომელიც სრულიად უფასოდ მუშაობს ბავშვებისთვის.

მოულოდნელი იყო სოხუმში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საახალწლოდ. ქალაქის მთავარ სასტუმროებში, როგორც ადმინისტრატორები აცხადებენ, თავისუფალი ნომრები თითქმის აღარ დარჩა. ოფიციალური ინფორმაციითვე, ახალი წლის დღეებში სასტუმროს ნომერი, საშუალოდ, 100 ევრომდე ღირს.

კმაყოფილი არიან ასევე მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელები, რომლებიც ტურისტების რაოდენობით გაკვირვებული აღმოჩნდნენ.

ქალაქის მთავარ მოედანზე ახალ წელს უჩვეულოდ ბევრი გლინტვეინი და ცხელი ყავა გაიყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი