ახალი ამბები

პარლამენტთან ზუკა ბერძენიშვილიც დააკავეს – აქტივისტები

31 დეკემბერი, 2019 • 1586
პარლამენტთან ზუკა ბერძენიშვილიც დააკავეს – აქტივისტები

აქტივისტებისა და თვითმხიველების ინფორმაციით, პარლამენტთან დაკავებულებს შორის ზუკა ბერძენიშვილიც არის.

ბერძენიშვილის გარდა დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

მანამდე მერიის სამსახურმა აქ განთავსებული რამდენიმე კარავი აიღო და საშობაო მარკეტისთვის საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაიწყო, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

პარალამენტის წინ კარვები დასუფთავების მანქანებმა აიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი