ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პირი დააკავეს

29 დეკემბერი, 2019 • 1010
ცოლზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი იპოვეს მკვდარი.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა სუიციდის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ნათესავებს. ისინი ოჯახში ძალადობაზე საუბრობენ.

“თავზე ჩალურჯებები აქვს, ზურგზე დარტყმული აქვს”, – ამბობს გარდაცვლილის ძმა “მთავარ არხსთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი