ახალი ამბები

ახალგაზრდა ქალი მკვდარი იპოვეს

29 დეკემბერი, 2019 • 896
ახალგაზრდა ქალი მკვდარი იპოვეს

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი იპოვეს მკვდარი.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა სუიციდის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ნათესავებს. ისინი ოჯახში ძალადობაზე საუბრობენ.

“თავზე ჩალურჯებები აქვს, ზურგზე დარტყმული აქვს”, – ამბობს გარდაცვლილის ძმა “მთავარ არხსთან”. ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილის ქალის ქმარმა სოფელი დატოვა, შსს-ში ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი