ახალი ამბები

მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილი გამოშვებას – ევროკავშირის ელჩი

28 დეკემბერი, 2019 • 1125
მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილი გამოშვებას – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კალრ ჰარცელი აცხადებს, რომ მიესალმდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გამოშვებას ცხინვალის ციხიდან.

„მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილის გამოშვებას და საკუთარ ოჯახში საახალწლოდ დაბრუნებას. ამავე დროს, ნება მიბოძეთ, გავიხსენო [დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან] გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნისასთვის ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმის საჭიროება“, – დაწერა ჰარცელმა ტვიტერზე.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის… გმადლობთ, კარგად ვარ… უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“, – თქვა მან.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი