ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღეებში პერევთან არსებულ ერთადერთ პუნქტსაც ჩაკეტავენ

27 დეკემბერი, 2019 • 2470
ცხინვალის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღეებში პერევთან არსებულ ერთადერთ პუნქტსაც ჩაკეტავენ

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღეებში პერევიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც დაკეტავენ.

ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტი 30 დეკემბერს, 20:00 საათისთვის ჩაიკეტება და 3 იანვარს, 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აღნიშნულ პუნქტს ადგილობრივი მოსახლეობა ფეხით გადასაადგილებლად იყენებს.

ცხინვალის რეგიონთან სულ სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა, რომელთაგან ორი უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია. გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ განსაკუთრებთ დააზარალა ახალგორის მოსახლეობა, რომლებიც ვერც ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას იღებენ და სხვადასხვა ცნობებით, ადგილზე საკვების დეფიციტიცაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი