ახალი ამბები

ავიაკატასტროფა ყაზახეთში – გარდაცვლილია, სულ მცირე, 12 ადამიანი

27 დეკემბერი, 2019 • 2343
ავიაკატასტროფა ყაზახეთში – გარდაცვლილია, სულ მცირე, 12 ადამიანი

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ორსართულიან შენობას შეეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 12 ადამიანი, დაშავებულია – 49.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ალმაატის აეროპორტთან ახლოს მოხდა, საიდანაც თვითმფრინავი გაფრინდა, თუმცა, სიმაღლე მალევე დაკარგა და 2-სართულიან შენობას შეეხაჯა. თვითმფრინავში 95 მგზარი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

თვითმხილველი Ria-სთან ამბობს, რომ ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავმა აფრენა ორჯერ სცადა, თუმცა, საბოლოოდ სიმაღლე დაკარგა. შემდგომ იყო „საშინელი ხმა და თვითმფრინაvმა ფრენა დახრილად გააგრძელა“.

„ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში არის ხოლმე: ყვირილი, ტირილი… ყველაფრის აღწერა არ შემიძლია, საშინელება იყო. შემდეგ- დარტყმა, ხმაური. ამ დროს, ჩემ წინ რკინის ნაგლეჯმა გასასვლელი ჩარაზა“, – ყვება გადარჩენილი ქალი.

რუსული Ria-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც. ადგილზე ამ დრომდე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.

გარეკანი ფოტო: maral_yerman

მასალების გადაბეჭდვის წესი