ახალი ამბები

სტიქიამ თბილისის გარკვეულ სკოლებს პრობლემები შეუქმნა

14 ივნისი, 2015 •
სტიქიამ თბილისის გარკვეულ სკოლებს პრობლემები შეუქმნა

სამინისტროს ცნობით, ხვალ მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია ჩატარდება მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ელექტროენერგია და უწყვეტი ინტერნეტი იქნება და იმ უბნებში, სადაც მოსწავლეების გადაადგილება არ არის საფრთხის შემცველი.

 

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ორგანიზების საკითხებზე იმსჯელებს,” – წერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

თამარ სანიკიძე; ფოტო: განათლების სამინისტრო
თამარ სანიკიძე; ფოტო: განათლების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი