ახალი ამბები

პროკურატურა ფეისბუკის ინფორმაციაზე გამოძიებას არ იწყებს

23 დეკემბერი, 2019 • 1537
პროკურატურა ფეისბუკის ინფორმაციაზე გამოძიებას არ იწყებს

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ ფეისბუკის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმიდან წაშლილი ყალბი გვერდები “ქართულ ოცნების” ხელისუფლებასთან  იყო დაკავშირებული, გამოძიებას არ დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყებაში დაუდასტურეს.

მანამდე ამ გამოძიების დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს. ასე მაგალითად:

“საერთაშორისო საზოგადოება – საქართველოს” შეფასებით, Facebook-ის მიერ გამოვლენილი ყალბ და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, კერძოდ: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით გათვალისწინებული უკანონო შემოწირულება.

ვრცლად ამ თემაზე:

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი