ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: ზოომაღაზიაში დაურეგისტრირებელი პრეპარატი იყიდებოდა

12 ივნისი, 2015 •
სურსათის ეროვნული სააგენტო: ზოომაღაზიაში დაურეგისტრირებელი პრეპარატი იყიდებოდა

“ი.მ. „ირინა უსოიანი“ კუთვნილ ზოომაღაზიაში ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატ „მისტერ ზოო“-ს რეალიზაციას სარეგისტრაციო დოკუმენტის გარეშე ახდენდა. მაღაზიაში გამოვლინდა სხვა დარღვევაც, კერძოდ, არ ჰყავდათ ვეტერინარი ექიმი”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

 

დაურეგისტრირებელი პრეპარატის რეალიზაციის გამო, როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 71-ე მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და დაევალა აღნიშნული პრეპარატის ქსელიდან ამოღება და სააგენტოს წარმომადგენლის ზედამხედველობით განადგურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი