ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

23 დეკემბერი, 2019 • 779
ქრთამის აღების ბრალდებით სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგადქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნითხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით თანხა მოსთხოვა და  გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი