“სახელმძღვანელოები წელს დაიბეჭდება შედარებით მცირე რაოდენობით, რადგანაც ქსელში არის ვარგისი მარაგი. წიგნის ხარისხი და ვარგისიანობა ფასდება შკალით, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია გადავარჩიოთ გამოსაყენებელი სახელმძღვანელო. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგი წლიდან პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოები მთლიანად ამოვა ქსელიდან. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ვარგისი მარაგი, რაც გვაქვს. აქედან გამომდინარე შემცირდება წელს დასაბეჭდი სახელმძღვანელოების რაოდენობა. მაგრამ მომავალ წელს პირველ-მეექვსე კლასებში იქნება ახალი სახელმძღვანელოები” -ეს განცახდება თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, განათლების მინისტრის განხადებით, ეს სკითხი საფუძვლიანად კონტროლდება:
“2015 წელს, ვიდრე სახელმძღვანელოების დაბეჭვდა მოხდება, უკვე მოხდა მათი ინვენტარიზაცია. ცვეთით კი აღარ ვანგარიშობთ, რამდენი გვაქვს დასაბეჭდი, ფიზიკური ინვენტარიზაცია ჩატარდა. აქედან გამომდინარე ფიზიკურად არის ნანახი ყველა სახელმძღვანელო, რომელიც ჩაითვლება, რომ არის ვარგისიანი. თვითონ ხარისხი ქაღალდის და წიგნის 2013 წლიდან გაუმჯობესდა. დაბალ კლასებში სხვა ქაღალდის სპეციფიკა გამოვიყენეთ, რომელიც ბევრად გამორჩეულია, ვიდრე აქამდე არსებული. სახელმძღვანელოების ბეჭვდის თანხა შეიძლება დავზოგოთ, მაგრამ ეს თანხა მოხმარდება ახალი გრიფირების პროცესს.”
განათლების სამინისტრომ სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების პროექტი 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო.







