72 წლის ინგლისელი ბიოქიმიკოსი, რომელსაც 2001 წელს ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიღწეული აღმოჩენისათვის გადაეცა, გაკეთებული სექსისტური ხასიათის განცხადების გამო ლონდონის უნივერსიტეტში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ავრცელებს.
ლონდონის უნივერსიტეტის ოფიციალურ მიმართვაში განმარტებულია, რომ ჰანტმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ლონდონის უნივერსიტეტი ინგლისში პირველი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელმაც ქალებს კაცებთან ერთად ლაბორატორიაში მუშაობის უფლება მისცა.