ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანი მოიწამლა

10 ივნისი, 2015 •
სურსათის ეროვნული სააგენტო: გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანი მოიწამლა

როგორ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დარღვევები აღმოჩენილია რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ “ილგარ მამედოვისა”  და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი. მ “რამინ მამედოვის” საშაურმეებში.

 

განცხადების თანახმად, სააგენტომ ინფორმაცია 10 ადამაინის მოწამვლის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების,  ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის – ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დარღვევების გამო სააგენტო ი.მ „ილგარ მამედოვისა“ და ი.მ „რამინ მამედოვის“ საშაურმეებში არაგეგმურ ინსპექტირებას განახორციელებს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი