ახალი ამბები

გიგი უგულავას ახალი საკონსტიტუციო სარჩელი პატიმრობის ნორმასთან დაკავშირებით

10 ივნისი, 2015 •
გიგი უგულავას ახალი საკონსტიტუციო სარჩელი პატიმრობის ნორმასთან დაკავშირებით

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაი იცავს: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე 9  თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას.  დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცველებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.

 

გიგი უგულავას წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელი სხდომა ვალდებულია ცხრა თვის განმავლობაში გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ სარჩელს განსახილველად.

 

გიგი უგულავა სასამართლოში საქართველოს პარლამენტს უჩივის. „დავის საგანი არის სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის  აღკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადაო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადაო ნორმების მიხედვით,  ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლება, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას”, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლსო მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები

მასალების გადაბეჭდვის წესი